
ძალიან კარგად დადიან ქართული ოცნების შეკრებებეზე- ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე ქვეყნის მთავარი ეპიდემილოგების კომენტარს, რომლებიც თვლიან, რომ ნოემბერში, წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ დასმული კითხვა პოლიტიკურია.
"მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე
"პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ" - ამბობს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, ცესკოს შენობასთან მისვლისთანავე, მაშინ, როცა უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. რამდენიმე საათში კი პოლიციამ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვა. აქციაზე დაშავდნენ ადამიანები