არც იფიქროთ ნიკა მელიას ხელი დააკაროთ - ანზორ ბიწაძე კობახიძის მუქარაზე

გამოქვეყნდა:

ანზორ ბიწაძე ირაკლი კობახიძის მუქარას ეხმაურება: არც იფიქროთ თქვე უბედურებო მაგ არანორმალური ადამიანის ჭკუაზე სიარული და არც იფიქროთ ნიკა მელიას ხელი დააკაროთ, ოპოზიცია კიდევ უფრო მაგრად დადგება მის დასაცავად - ამბობს ბიწაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალას იყენებს დამთავრებულია:

თვითონ აჩქარებს პროცესს ივანიშვილი, სულ ცოტა დრო არის დარჩენილი  განმეორებითი არჩევნების დანიშვნამდე- ამბობს ბიწაძე.

ოპოზიციამ 9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქცია დააანონსა. პროტესტი 18 საათზე განახლდება.

ირაკლი კობახიძე დღეს ნიკა მელიას დაემუქრა და ის "ცესკო-ს შტურმში" დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი