კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - კობახიძე მელიას ემუქრება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას "ცესკო-ს შტურმში" ადანაშაულებს და იმუქრება:

განცხადება მინდა გავაკეთო ცესკოს-თან მიმდინარე შტურმთან დაკავშირებით, რომელსაც მეთაურობს კრიმინალი ნიკანორ მელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებულ ვარ აუცილებად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები, ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - ამბობს კობახიძე 

აქვე გეტყვით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვამალევე გაუშვეს მხუთავი აირიც.  მოგვიანებით კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლიდაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი