კობახიძე შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ოპოზიციის ლიდერებს კრიმინალებად მოიხსენიებს და მათი "ციხეში გაშვებით: იმუქრება.

კობახიძე ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე საუბრისას, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალადობრივი მეთოდებით, წყლის ჭავლის გამოყენებით რამდენჯერმე დაარბია, სამართალდამცველებს ისევ ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს:

ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათ ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როცა პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ, კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ - თქვა ირაკლი კობახიძემ მორიგ საგანგებო ბრიფინგზე

აქვე გეტყვით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვამალევე გაუშვეს მხუთავი აირიც.  მოგვიანებით კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლიდაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი