ბათუმში, მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს - პროტესტი აჭარაში

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია, თბილისის პარალელურად, ბათუმშიც გრძელდება. მოქალაქეებმა მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს და ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში იქ დარჩენას აპირებენ. 

"24 საათის განმავლობაში ვართ აქ, სანამ არ იქნება მიღწეული ჩვენი მოთხოვნები - ახალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობით ხელახალი არჩევნები. ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა ბერკეტი გამოიყენოს. ხვალისთვის გამოგვიცხადეს, რომ "კომენდანტის საათს" იღებენ, მაგრამ საზოგადოებას და ხალხს, ყველას კარგად ესმის, რომ ყველაზე საშიში თავისუფლების დაკარგვაა. კოვიდი მეორეხარისხოვანია, როდესაც თავისუფლების დაკარგვის საფრთხეა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აჭარაში, მირდატ ქამადაძე.

ასევე, მისი თქმით, მორალური უპირატესობა დღეს ოპოზიციის მხარესაა, რადგან მისი წევრები სამართლიან არჩევნებს ითხოვენ.

"თუ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება" სამართლიან ბრძოლაში, საჯაროდ ვდებ პირობას, გამოვალ და მივულოცავ, მაგრამ თუ დამარცხდება, აღიაროს დამარცხება ისევე, როგორც ერთხელ ამ ქვეყანაში მოხდა. იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლილება".

მთავრობის სახლს ბათუმში დღეს საპოლიციო ძალები იცავდნენ, მობილიზებული იყო სპეცრაზმიც, თუმცა, მათი გამოყენების საჭიროება არ ყოფილა. 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი