ის, რაც დღეს სპეცრაზმმა გამოიყენა, 1 თვის წინ ბელარუსში აქციაზე გამოიყენეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის"გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყალში გარეული სპეციალური კონცენტრატი გამოიყენა, რომელიც იწვევს კანის წვას და დაზიანებას. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 

რა გამოიყენა დღეს ქართულმა პოლიციამ მშვიდობიანი თანამოქალაქეების წინააღმდეგ? ბელარუსში გამოიყენეს პირველად დაახლოებით ერთი თვის წინ - წყალში ურევენ სპეციალურ კონცენტრატს, იწვევს ზედაპირის (კანის) და სხვა რბილი ქსოვილების წვას და დაზიანებას. ყოჩაღ, "ბიჭებო" - წერს ნიკა გვარამია

 აქვე გეტყვით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვამალევე გაუშვეს მხუთავი აირიც.  მოგვიანებით კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლიდაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი