არ დანებდეთ, დემოკრატია მოგვპარეს - აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ორკში, მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს. 

"ხალხო, ამას არ დანებდეთ, წაგვართვეს ხმა, მოგვპარეს დემოკრატია, მოგვპარეს კონსტიტუციური უფლება და აქეთ მოდიან, გვირტყამენ, გვშლიან", - ამბობს ემიგრანტი და აქციის მონაწილე, დათა ზარნაძე. 

"ვგდავართ მათთან, ვინც იბრძვის დღეს ჩვენი ხმების დასაცავად. ისინი არ შეუშინდნენ სიცივეს, წყლის ჭავლს, გაზს... ებრძიან მოძალადე, კრიმინალ ხელისუფლებას ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის", - თქვა ემიგრანტმა ნინუკა ბორჩხაძემ. 

შეგახსენებთ,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვამალევე გაუშვეს მხუთავი აირიც.  მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლიდაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი