დარბეული აქციის შემდგე ოპოზოცია, მათი მხარდამჭერები და სამოქლაო აქტივისტები დანებებას არ აპირიებენ და მასშტაბური შეკრებისთვის ემზადებიან. სხვადსხვა პოლიტიკური პარტიების წარმოამდგენლები დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს, 9 ნომებერს 6 საათზე შეიკრიბებიან და
გაყალბებულ არჩევნებს და მოპარულ ხმებს ისევ გააპროტესტებენ. პარალელურად დღეიდან ამოქმედდება მთავრობის მიერ დაწესებული გადადგილების შეზღუდვები.
ოპოზიციაში კომენდანტის საათთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ხელისუფლება კანონის ჩარჩოებიდან გასულა და კომენდანტის საათის დაწესება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ოპოზისიიცვე თქმით, ივანიშვილი არ ერიდება არაფერს და მათ შორის ის უკანონოდ არბევს ოპოზიციის ნებისმიერ შეკრებას.
ხმის უფელბა ჩმაოგვართვეს, ახლა გვართმევენ კონსტიტუციურ უფლებას რაც ნშნავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფელბას და თუ რამეს გავაპროტესტებთ თურმე აუცილბად დაგვშლიან. სამართალდამცავები კანონს კი არ იცავენ და კრიმინალს კი არ ებრძვიან არამედ პოლიტიკურ დავალებებს აღასრულებენ და გუშინაც ეს აქტი ვნახეთ, როცა პოლიციის ფორმაში გადაცმული "ქართული ოცნების" ზონდერები უმოწყალოდ უსწორდებიოდნენ მშვიდობიან აქტივისტებს და მათ შორის ჟურნალისტებს - კანონი აქაც დაავიწყდათ იმიტომ რომ კომენდანტის საათის გამოცხადება საგანგებო სიტუაცია, რომ არ არის ისე არ შეიძლება , ანუ უკანონოა და თუ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქვეყანაშ ამშინ არჩევნები ვერ იქნება - თქვა ლევან ხებიშვილმა.
"სტრატეგია აღმაშნებლი" პილტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ გუშინ ხელისუფელაბს შეეშინდა ძალიან ბევრი ხალხის, რომელიც იყვნენ რუსთაველზე და ამიტომ უგუნური ჩქმედება ჩაიდინა.
მმართველი აპრტია კი, დათმობას არ აპირებს. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აქციის აქციის მონაწილეების მხრიდან იყო ძალადობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას უხდის იმისათვის, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღადგინა და არეულობა არ დაუშვა.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.