პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასში შერას ცდილობდნენ, მთავრობა კი, უწყებას იცავდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშივლმა მიიტაცა ქართველი ხალხის ენბა და არჩევენი და ერთადერთთი რასაც, ახლა ოლიგარქი იყენებს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობა და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა. ხელისუფელბის ოპონენტებისთვე თქმით, მათი გეგმები არ შეიცვლება - განემორებითი არჩენვების ჩატარება ისე, რომ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია.
საქმე გვაქვს მატყუარა და უტიფარ ხელისუფლებასთან, რომელიც ძალადობს საკუტარ მოქალაქეებზე, მშვიდობიან პროტესტანტებზე - ყოჩაღ მოერივნენ რამოდენიმე ადამიანს ჭავლით და დაზიანეს ჟურნალისტები, ამ ხელსუფლებისგან მეტს არაფერს აღარ უნდა ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები, გარდა ძალდობისა, შეზღუდვებისა, რომელსაც ისინი აწესებენ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ შეინარჩუნონ საკუთარი სკამები - გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ერთადერთი, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს არჩენვები ჩაატაროს მაღალი რერპუტაციის მქონე, მაღალი სანდოობის ადამიანებმა - "ენმ - ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე
"ევროული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოეკრია ამბობს, რომ მშვიდოპიანი პროტესტი გაგძელდება სხვადასხვა ადგილებში. ბოკერიასვე თქმით, "ოცნებამ" ვითომ "დავიცავით სტრატეგიული ობიექტი" - ეს არის სისულელე და კრიზისი განიმუხტება მხოლოდ სამართლიანი არჩევნებით.
"ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თქმით, გუშინ არავინ არ აპირებდა ცესკოში შევარდნას. ბურჯანაძე ამბობს იმასაც, რომ ახლა შეეცდებიან ოპოზიციის ლაფში ამოსვრას.
"ტრიბუნას" წევრი დავით ჭიჭიანძე ამბობს, რომ "ოცნებამ" გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის მოძალადე ხელისუფლება. ჭიჭინაძე თვლის, რომ ახლა მამრთველი გუნდი დაბნეულია, რომელიც ასეთ მძლავრ პროტესტს არ ელოდებოდა.
"ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური ტვინი არ არსებობს, გათიშულია და შემოდის კუნთი, ანუ ძლოვანი უწყებები.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მშვიდობიანი აქციის შეკრების მეორე დღეს შენობაში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს.
აქვე გეტყვით, რომ 18, ან 19 ნოემბერს, როდესაც ცესკომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს, ოპოზიცია ამ დღეს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასტან საპროტესტო აქციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.