"ნუ დაგვაბრმავებთ" - ჟურნალისტების და ოპერატორების საპროტესტო აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ერას მოედანზე, ადგილობრივი ჟურნალისტები და ოპერატორები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი 8 ნოემბერს, თბილისში, "ცესკოსთან" ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშლას აპროტესტებენ, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ

"ნუ დაგვაბრმავებთ" - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს აქცია.

ცესკო-სთან აქციის დარბევისას დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი, მან დაზიანება თვალზე მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. დაშავდნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი და ოპერატორიც.

 

 

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი