მოძრაობა სირცხვილია თავის მომხრეებს შეახსენებს, რომ დღეს 22:00 საათზე აქციაა და მონაწილეებს 21:00-საათიდან მისვლას სთხოვს.
"#სირცხვილია დაუმორჩილებლობის აქტისთვის ვიკრიბებით მაქსიმუმ 21:00-დან, რადგან მერე კომენდანტი იწყება, ეცადეთ ცხრაზე უკვე პარლამენტის წინ იყოთ.
დილის ხუთ საათამდე გადაადგილებას ვეღარ მოახერხებთ, გაითვალისწინეთ და მზად იყავით ღამის გასათენებლად, თუმცა (!) მაინცდამაინც მძიმე ნივთების წამოღებას არ გირჩევთ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს ძალის გამოყენებით ჩვენს დაშლას, არ შეხვიდეთ ახლო ფიზიკურ კონტაქტში სპეცრაზმთან და გთხოვთ, მიჰყვეთ ჩვენს მითითებებს. კომუნიკაციისთვის დაემატეთ ტელეგრამის ჩენელში - https://t.me/shamemovement
დარჩენის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, თუ ვიქნებით ბევრნი, ვერ მოახერხებენ ჩვენს დაჯარიმებას. თუ დაიწყეს. - ყველას დაგვაჯარიმებენ. წამოიღეთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. დანარჩენს გეტყვით სცენიდან ცხრა საათზე. "
შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების აქცია იმართება.