ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურების დრეს, გრანდიოზული ცოცხალი ჯაჭვი დააანონსა. განცხადება ამის შესახებ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც მელიამ აღნიშნა, ინიციატივა "გირჩს" და თაკო ჩარკვიანს ეკუთვნით:
მაშინ, როდესაც მთელი ქართილი ოცნება ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვში ჩავდგეთ და ამით მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი დგას გარეთ და აპროტესტებს - მიმართა მელიამ აქციის მონაწილეებს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა ოპოზიცია მასში მონაწილეობას არ იღებს.