
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, საზოგადოებას ხელისუფლების მიერ ბოლო 2 დღეში ნათქვამი ტყუილები შეახსენა.
- ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსთაველის გამზრიზე, აქციაზე, სულ რაღაც 7 000 ადამიანი გამოვიდა;
- შს მინისტრის მოადგილემ, ირაკლი საბანაძემ თქვა, რომ ხელისუფლებას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია;
- "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თქვეს, რომ "ცესკოსთან" მომხდარი დაპირისპირება ნიკა მელიას და მისი ზონდერების ბრალი იყო - ნიკა მელია და სხვა ლიდერები "ცესკოთან" მისულებიც არ იყვნენ, როცა ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია;
- ხელისუფლების მტკიცებით, "ცესკოსთან" აქციის დარბევის აუცილებლობა იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, გუშინ, 8 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა ხალხთან "ნერვების ომი" წააგო.
ცნობისთვის, ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველის გამზირზე პროტესტის გაგრძელებას დღეს 22:00 საათის შემდეგაც აპირებს. აქციაზე რჩებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა მოსახლეობას ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.
22:00 საათიდან დედაქალაქში კომენდანტის საათი უნდა ამოქმედდეს.
არ გემორჩილებით! - მოძრაობა სირცხვილია დღეს 22:00-საათიდან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე