მთელი ცხოვრება დავრჩები იმისათვის, რომ ეს მთავრობა გადაშენდეს - ოპოზიცია და აქციის მონაწილეები რუსთაველზე რჩებიან

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი, ისევე როგორც პოლიტიკური ლიდერები და სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობის წევრები, ამაღამ დაშლა არ აპირებენ და კომენდანტის საათის შემდეგაც პარლამენტის წინ გეგმავენ დარჩენას:

მთელი ცხოვრება დავრჩები იმისათვის, რომ ეს მთავრობა წავიდეს, გადაშენდეს. ჩვენ, ახალგაზრდებს ცხოვრება გვინდა მშვიდ საქართველოში, წავიდეს, წავიდნენ ივანიშვილის მონები - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

პოლიტიკურმა პარტიებმა კი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ნიკა მელიამ გაახმოვანა, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაშლას არ აპირებენ, დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევენ, თუმცა იგივე ქმედებისკენ არ მოუწოდებენ მოსახლეობას და მიმართავენ, რომ ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს.

ოპოზიციამ დრეს მორიგი მასშტაბური აქცია შაბათისთვის დააანონსა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი