საპროტესტო გამოსვლებს ყოველდღიური სახე ექნება - ზაალ უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლებს ყოველდღიური სახე ექნება. შაბათს, 15:00 საათზე კი, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია ჩატარდება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს, ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

"მაინც დაინიშნება ხელახალი არჩევნები, პირობას გაძლევთ, დიალოგზე წამოვა თუ არ წამოვა. ეს უბრალოდ არის ფორმა, რომ კიდევ შეძლოს, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს, თორემ ეხლა ძალაუფლება ხალხის ხელშია და ხალხი ისე გამოიყენებს, როგორც ჩათვლის საჭირო", - თქვა უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე შაბათს, 3 საათზე, მორიგი ხალხმრავალი აქცია დააანონსა.

ცნობისთვის, ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველის გამზირზე პროტესტის გაგრძელებას დღეს 22:00 საათის შემდეგაც აპირებს. აქციაზე რჩებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა მოსახლეობას ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.

22:00 საათიდან დედაქალაქში კომენდანტის საათი უნდა ამოქმედდეს.

არ გემორჩილებით! - მოძრაობა სირცხვილია დღეს 22:00-საათიდან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე

 

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი