მშვიდობიანი აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს ხელისუფლება შეასრულებს და განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. 

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე  ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტი უწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ხალხის მოთხოვნა - ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები - შესრულდეს. დაწესებულ შეზღუდვებს, კი, რომელიც კრძალავს 22:00 საათიდან დიდ ქალაქბეში გადაადგილებას, დილის 5 საათამდე, ლელოს ლიდერი ამბობს, "ეს შეზღდუვები ანტიკონსტიტუციურია" - ხოლო მათ ვინც აპირებს რომ დაარღვიოს დაწესებული შეზღუდვები - "ყველას შეუძლია ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოს"

გაბედავს თუ არა ხელისუფლება ადამიანების დარბევას დღეს ღამით, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ისინი გაწევენ წინააღმდეგობას - გაასაჩივრებენ სასამართლოში, რადგან ეს, ლელოს ლიდერისთვის არაკანონისმიერია და არ არის მიმართული ადაიმანების ჯანმრთელობის გაფრთხილებისთვის. 

ზაალ უდუმაშვილი, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რაც გუშინ აქციის დარბევით ხელისუფლებამ დაამტკიცა კიდეც. "რას იზამენ დღეს, არ ვიცი - დღის წესრიგს ხალხი აწესებს, ხალხი, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში და მათ მოპარეს ეს არჩევანი". უდუმაშვილი აქვე იმედოვნებს, საკმარისი რაოდენობა იქნება იმ ადამიანებისა, ვინც გადაწყვეტს დაარღვიოს დაწესებული შეზღუდვები. "ასეთი შეზღუდვები კიდევ უფრო ზრდის პროტესტს...ზვირთად გადაუვლის ეს ყველაფერი ივანიშვილს, ხალხი ამ შეურაცხყოფას არ მოითმენს - მათ წაართვეს ნება, რომელსაც ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს. " - ამბობს ზაალ უდუმაშვილი

ევროპული საქართველოს წაარმომადგენელი სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ საკმაო რაოდენობა მივა ადამიანებისა, ვინც გააპროტესტებს დაწესებულ შეზღუდვებს. "ასეთი ნევროზული ხელისუფლების პირობებში, მოსალოდნელი ყველაფერია". აქვე, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ისინი ღირსეულად შეხვდებიან ყველას ვინც ღამით მათთან მივა. 

 

შეგახსენებ, მომდევნო შაბათს, 3 საათზე მასშტაბური აქცია დაანონსდა. 

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი