რომ შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება, უნდა დაწესდეს საგანგებო მდგომაროება - დიღმელაშვილი

გამოქვეყნდა:

აქტივისტ შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, პოლიციას აქვს მითითება, რომ ყველა ვინც ტერიტორიიდან გავა, დააკავონ. დიღმელაშვილმა მიმართა პოლიციას და უთხრა, რომ ისინი ივანიშვილის კერძო დაცვა არიან. 

"უკაცრავად ბატონებო, თქვენ ბიძინა ივანიშვილის კერძო დაცვა ხართ, იქამდე სანამ უკანონო ბრძნაებებს ემორჩილებით, პოლიციის მინისტრი არიას ივანიშვილის კერძო დაცვის უფროსი."

აქციაზე მყოფებს კი შოთა დიღმელაშვილმა უთხრა, რომ მათ კონსტიტუციური უფლება აქვთ იდგენენ რუსთაველის გამზრიზე. 

"თქვენ გაქვთ აბსოლუტურად კანონიერი უფლება იყოთ აქ, არავინ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ გამოხატვის თავისუფლებას იცავს კონსტიტუცია. პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს დეკრეტი და შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, იმისათვის, რომ მათ თავისუფალი შეკრება აგიკრძალონ. ამას ვერ აკეთებენ არცევნების გამო, შესაბამისად, შესაბამისად, ბრძანება, რომ თქვენ ღამის 10-დან დილის 5-მდე შეგეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება არის უკანონო" - მიმართა შოთა დიღმელაშვილმა დემონსტრანტებს. 

შეგახსენებთ, თბილისის პარალელურად მსგავსი აქცია მიმდინარეობს ბათუმში, სადაც აქტივისტები დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ. 

მთავარი შაბათს | 25.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი