
ირაკლი კობახიძეს, რომელიც ნიკა მელიას დაჭერით ემუქრება, ოპოზიციის ლიდერი პირდაპირ ეთერში პასუხობს
დაემუქრეთ დაკავებებით, დაჭერებით - ერთმანეთს! ჩვენ გვაქვს ის უნარი რომ გაპატიოთ.
ასე მშვიდად და ლაღად დაგამარცხებთ, მერე თქვენთან ერთად ვიხუმრებთ, ცოტას დაგცინებთ...ბიჭო, ვის ემუქრები დაჭერით, ნორმალური ხარ? - მიმართავს მელია კობახიძეს.
კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - ეს განცხდება კობახიძემ ცესკო-სთან აქციის მონაწილეების დარბევის შემდეგ გააკეთა და ოპოზიცია, განსაკუთრებით კი ნიკა მელია ცესკოს შენობის შტურმით აღების მცდელობაში დაადანაშაულა.