შეკრება-მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი კომენდანტის საათის პირობებში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონით შეიძლება შეიზღუდოს გადაადგილება და არა შეკრება-მანიფესტაცია.

"განვმარტავთ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად." - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 22 საათიდან დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა. გადაადგილება შეზღუდულია დილის 5 საათამდე, თუმცა რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება. აქტივისტებმა დაუმორჩილებობა გამოაცხადეს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური ლიდერებიც. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი