21 საათი და 45 წუთი - ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეები შეკრებას იწყებენ. 30-მდე ადამიანი რუსთაველის გამზირიდან დაძრულ ასობით ადამიანს ცესკოს წინ, ბარიერის მიღმა ელოდება. შსს სრულ მზადყოფნაშია.სპეციალური ტექნიკ დაცვის პოლიციის ეზოდან ცესკოს ეზოში გამოყავთ.
მშვიდობიანი მოქალაქეების პირისპირ ძალოვანებს ჯერ შენობის უკან მყოფი პოლიციელები, ხოლო მალევე წინა რიგში ასობით რობოკოპი გამოყავს.
სამართალდამცავები ცესკოსთან შეკრებილი მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლას უშედეგოდ ცდილობს.
მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არავის განუმარტავს რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლება ისევ ძალის გამოყენებას აპირებდა. პოლიციამ წყლის ჭავლი ცესკოსთან მაშინ გაუშვა, როცა ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფებოდა და საფრთხეს არავის უქმნიდნენ. რობოკოპებით აღჭურვილ სპეცდანიშნულების რაზმს კი პოზიციები უკვე დაკავებული ჰქონდა.
მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მეორე იერიში პოლიციამ გვიან ღამით, პირველის ნახევარზე მიიტანა.
მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების მორიგი შემთხვევა სახალხო დამცველი ცესკო-სთან მისული მოქალაქეების ძალადობრივი გზით დაშლას თავად შეესწრო, ნინო ლომჯარია აქციის მონაწილეებთან ერთად პოლიციის ძალადობრივ მოქმედებებს აპროტესტებდა.
სახალხო დამცველის აპარატმა საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.
ქართული ოცნების მხრიდან მორიგი ძალადობრივი ქმედების შედეგად აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.