არალეგალური ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ - წყლის ჭავლითა და წიწაკის კაფსულებით დარბეული აქცია

გამოქვეყნდა:

წყლის ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა ისე დაიწყეს, რომ დემონსტრანტები არ გაუფრთხილებიათ. წყალთან ერთად ისეთი ნივთიერებაც გამოიყენეს, რამაც ხუთვა და რბილი ქსოვილების წვა გამოიწვია. 

"მთავარი არხის" კამერამ დააფიქსირა კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ დემონსტრანტებს ე.წ წიწაკის კაფსულებს ესვრიან, კაფსულები ჰაერში სკდებოდა. 

აქციის დაშლის შემდეგ, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მხუთავი აირის გაშვება უარყვეს, მაგრამ იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ სპრეი გამოიყენეს

ნიკა გვარამია სამართლადამცავების ქმედებებს არალეგალურად მიიჩნევს. მან გადაცემა "დღის სტუმარში" ძალის გამოყენების კანონიერ მხარეზე ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფომ ძალის გამოყენების ყველა ასპექტი პირველივე წამიდან დაარღვია. 

სამოქალაქო სექტორი გომელაურის უწყების გადაწყვეტილებას მძიმე დანაშაულს უწოდებს და ხელისუფლებას ახსენებენ, რომ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მასობრივი არეულობის დროს, მაშინ როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას. 

გამართლებულია თუ არა ძალოვანების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ცივ საღამოს მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემიაა, ამ კითხვაზე არ გვპასუხობენ ეპიდემიოლოგები. 

გაეროს სახელმძღვანელოს მიხედვით, წყლის ჭავლის გამოყენებას თან ახლავს სპეციფიკური რისკები, რის გამოც, შესაძლებელია მოხდეს ადამიანის ჰიპოთერმია ანუ გადაციება და მოცურება,ან წყლის ძლიერი ნაკადით კედლებზე ან სხვა მყარ საგნებზე მიხეთქება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი