ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას - მეუფე იოანე

გამოქვეყნდა:

"ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას" - ასე გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ქვეყანაში მიმიდინარე პროცესებს. საკვირაო ლიტურგიის შემდეგ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება სურთ.

"დღეს თითქოს სასტიკი მწამებელი არ ჩანს, მაგრამ დღეს სხვანაირი დევნაა ეკლესიისა და ცხადია, რომ აუცილებლად ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას და აუცილებლად უნდათ, რომ რაიმე გამონახონ ისეთი, რომ ცილი დასწამონ. ზოგს იგონებენ, ზოგს თხზავენ, ზოგს დაამონტაჟებენ. ეს დევნაა. ცილისწამებაც მოწამეობაა, რომ ჩვენ ამას ვითმენთ და შენდობას ვითხოვთ მათთვის, იმიტომ, რომ არ იციან რას აკეთებენ... დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ, რომ მშვიდობით დასრულდეს ეს ყველაფერი და ეს საბაბი არ იყოს დაპირისპირებისა ერში, რომ არ გამრავლდეს ჩვენს შორის სიძულვილი, მტრობა, შუღლი, არამედ იყოს მშვიდობა, ერთობა და წყალობა", - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანეს თქმით, ეკლესიის დევნა გრძელდება, მარგამ ამ ბრძოლაში "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" ყოველთვის მარცხდებიან. 

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში 22:00 - 05:00 დროის პერიოდში გადაადგილება აკრძალულია.  გვიან ღამით, აქტივისტებმა აღნიშნული შეზღუდვა პარლამენტის წინ გააპროტესტეს და ღამე გაათენეს. პოლიციამ განაცხადა, რომ ყველა პირის იდენტიფიცირება და დაჯარიმება მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი