პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს დასათმობი არაფერი აქვს, რადგანაც არჩევნები დემოკრატიული წესების სრული დაცვით ჩატარდა.
"დასათმობი აქ არავის არაფერი აქვს. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, "ოცნებამაც" და ოპოზიციამაც პატივი უნდა სცეს იმ შედეგებს, რომელიც "ცესკო"-მ გამოაქვეყნა. ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს და ყველა ასე უნდა მოიქცეს", - ამბობს თალაკვაძე.
ცნობისთვის, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მომდევნო აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.