მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს - გრიგოლ ვაშაძის დამატებითი განმარტება

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, მეორე განცხადებას ავრცელებს და დამატებით განმარტავს, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს. 

დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო.

შეგახსენებთ, რომ დამატებით განმარტებამდე დღეს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც პარტიებს პოლიტიკური საკითხების მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვისკენ მოუწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი