გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედებისთანავე პოლიციამ ათეულობით მოქალაქე უკვე დააჯარიმა. სამარლდამცველებმა 9 ნოემბერს, საღამოს საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები სხვადასხვა მუხხლით დააჯარიმეს. დაჯარიმებულებს შორისააერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძეც, მას პოლიციამ 2000 ლარიანი ჯარიმა თვითიზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის მუხლით გამოუწერა, თუმცა ის არც თვითიზლაციაშია და არც კარანტინში.
ჯარიმები მათზეც დაიწერა, ვინც სპეციალური ერთჯერადი საშვით სარგებლობდა. კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე რუსთაველზე მოწყობილ ტვ პირველის სტუდიაში ერთჯერადი საშვით მივიდა, თუმცა უკან დაბრუნებისას სამართლადამცველებმა ის იმ არგუმენტით დააჯარიმეს, რომ საშვზე ლოკაცია არ იყო მითითებული.
ზოგიერთი მომიტინგე კომენდატის საათის წესების დარღვევის მუხლით დაჯარიმდა, თუმცა ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადებული არ არის და შეზღუდვა მხოლოდ გადაადგილებას ეხება.
ჯარიმების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ შეზღუდვები არა პანდემიის გავრცელების თვიდან ასაცილებლად, არამედ პროტესტის ჩასახშობად დააწესა.
მესამე სექტორს მიაჩნია, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესება მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტითაა შესაძლებელი და მთავრობისთვის მისი გადაცემა რამდენიმე თვის წინ, საკომსტიტუციო სასამართლოში გაააპროტესტა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ოპოზიციის მსგავსად, მესამე სექტორშიც ფიქრობენ, რომ ასეთი შეზღუდვებით ხელისუფლება პროტესტის ჩახსობას ცდილობს, ამ შეზღუდვის ფონზე გამოწერილი ჯარიმები კი არალეგიტიმურია და გამოხატვის უფლების შეზღუდვას ემსახურება. მესამე სექტორის წევრები მოქალაქეებს ჯარიმების გასაჩივრებისკენ მოუწეოდებენ.
დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო იმ პირების საჩივრებს, ვინც არალეგიტიმურად დაჯარიმდნენ, ეს არავინ იცის. არჩვენების გაყალბების გამო გაბრაზებული მოქალაქეები არც შეზღუდვებს ემორჩილებიან და არც ჯარიმები აშინებთ და კიდევ ერთი მასშტაბური აქციისთვიეს ემზადებიან, სადაც დიდი ალბათობით სამაღთალდამცველები კიდევ ბევრ ჯარიმას დაწერენ.