ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ქუჩა აქტუალური იყოს - ოპოზიცია ამბობს, რომ სხვა გზა არ რჩებათ

გამოქვეყნდა:

ქუჩაში გამოსვლას, როგორც პროტესტის უკიდურეს ფორმას საზოგადოებამ მას შემდეგ მიმართა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას არჩვენები მოპარა. და მოპარა არა მხოლოდ ხმები, არამედ ყველა შესაძლებლობა - ქურდობის აშკარა ფაქტებზე დამნაშავე დასჯილიყო.  ეს შესაძალობლობა - სამართლებრივი ბრძოლაა. სწორედ, სამართლებრივი დავა იყო საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება -  რომ კანონიერ ჭრილში მოგვარებულიყო ყველა პრობლემური საკითხსი. ამას მოჰყვა პირველი  დავის ეტაპიც, უბნებზე დაწერილი საჩივრების  საოლქო კომისიებში განხილვა . 

განხილვები ამ დაძაბულობის ფოზე შედგა, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები საოლქომ განხილვაში არ მიიღო, პოლიციამ ამის გამო ათეულობით ადამაინი დააკავა კიდეც. არადა,  ეს ის საჩივრები იყო, სადაც შავით თეთრზე ჩანდა - გადაკეთებული  ოქმები, გაყალბებული ხელმოწერები , დისბალანსი თუ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდით, რომ ცესკომ საკუთარი „კალკულატორის“ ამუშავება დაიწყო.   

და, ალაბთ არ გაგვიკვირდა, როდესაც  მაინცა და მაინც კალკულატორმა გადაკეთებული ოქმების  ციფრები შეკრიბა. და განა 1, 2 ან 3 ხმა იყო განსხვავება? მაგალითად, მარნეულის 67 უბანზე ქართული ოცნება ადგა და პირდაპირ 300 ხმა მიიწერა, იგივე გააკეთა სხვა უბანზეც.  ამ და კიდევ ბევრი სხვა დარღევევის შესახებ იციან სამოქალაქო პლატფორმა 20/20ში , ორგანიზაციამ გამოიყენა ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ამომრჩევლების ხმები დაეცვა, მაგრამ ამაოდ. 

სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებთან ერთად ოპოზიციური პარტიების  საჩივრებიც   არ დააკმაყოფილა.  მაგალითად დღეს, წყალტუობს საარჩევნო უბნებზე ხმების გათავლის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სამართლოში მოსამართლე შოთა სირაძემ იმსჯელა, ის საპატრულო პოლიციის უფროსისი ვაჟა სირაძის მამაა. ამის მიუხედავად, შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა. 

საბოლოოდ, ოპოზიციის 1 941 საჩივრიდან 1 027 არ განიხილეს.  "ყველა სტურქტურა ჩათრეულია გაყალბების პროცესში"- აცხადებენ ოპოზიციაში , თამარ კორძაიას ამბობს, რომ   700- ზე მეტი საჩივარი დაიწერა, მაგრამ  ეს არ დაააკმაყოფილეს არც ოლქებმა და არც პირველი ინსტანციის სასამართლოებმა. პროცესი ახლა  სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ოპოზიცია ცდილობს , რომ საერთაშოირო დონზე ყველამ გაიგოს თუ როგორ მოიპარა მმართველმა პარტიამ ქარტველი ხალხის ხმები.  

ოპოზიციამ , როგორც ჩანს ყველა კანონიერ ხერხს მიმართა , რომ ხალხის ხმები მაქსიმალურად დაეცვა, მაგრამ როგორც ჩანს ბიძინა ივანშვილის პოლიტიკურმა ბულემიამ ყველა და ყველაფერი გადაყლაპა - ამ ფონზე კი ერთდერთი გამოსავალი ისევ ქუჩაში დგომაა, უწყვეტი პროტესტი საკუთრი სამშობლოსთვის. რათა დღეს თუ ვერ, ხვალ მაინც , სახელმწიფო უწყებებმა  აღარ სცადონ დაგვარწმუნონ, რომ  2+2  უდრის 41- ს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი