აშშ-ს სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება და განცხადებას "ტვიტერში" ავრცელებს:
"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში"- წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.