საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.
საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე საქართველში წერილი გამოგზავნა, რომელის საქართველოს საგარეო უწყებამ 16 სექტემბერს საიტზე ჯერ გამოაქვეყნა, რამდენიმე წუთში კი წაშალა.
ზალკალიანის სახელზე გამოგზავნილ წერილში საუბარი იყო, სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლასა და საარჩევნო პროცესის დაკვირვებაზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს ცნობილი გახდა, ექვსი კონგრესმენის მწვავე წერილის შესახებ, რომელიც პომპეოს მათ საქართველოსთან დაკავშირებით მიწერეს.
კონგრესმენი წერდნენ, რომ ქვეყანას დიდი პრობლემები ჰქონდა დემოკრატიისა და კორუფციის გამო და ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებდნენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ახალი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, შესაბამისად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თეთრ სახლში იანვრამდე დარჩება.