გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები წინასწარ პატიმრობას გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის გარდაცვლილი თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, საქმეზე დაკავებულების - აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ადვოკატები - წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას  გაასაჩივრებენ.

უფლებადამცველები სააპელაციო სასამართლოში განცხადებას დღეს შეიტანენ და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ.  ადვოკატების აანონსებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გაივლიან ყველა ინსტანციას და საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებენ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის წევრებს პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე თანხის სანაცვლოდ გობეჯიშვილს, რომელიც ამავე დროს, მათი მეგობარი იყო, აიძულებდნენ თანხის სანაცვლოდ დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა.

დაკავებულები ამბობენ, რომ ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებებისთვის დაისაჯნენ, სადაც დეტალურად საუბრობდნენ არჩევნების გაყალბების სქემებზე.

შეგახსენებთ, რომ აკაკი კობალაძემ "მთავარს" ექსკლუზიური წერილიც გამოუგზავნა, სადაც წერს რომ ივანიშვილის პოლიტპატიმარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი