აკაკი კობალაძე "მთავარს" ექსკლუზიურ წერილს უგზავნის და ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტ.პატიმარია

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, გარდაცვალების საქმეზე სასამართლო, სავარდოდოდ, დღეს იმსჯელებს. აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად გააცნეს.

აქვე გეტყვით, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან "მთავარ არხს" აკაკი კობალაძემ წერილი გამოუგზავნა - ის ფიქრობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია და მმართველმა გუნდმა არ აპატია ღია ეთერში საუბარი "ოცნების" საარჩევნო სისტემასა და გაყალბებაზე. წერილში ბოლქვაძე საუბრობს გიორგი რურუას სასამართლო პროცესებზეც და ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როცა უწყება ეკუთვნის მურუსიძეს, არ აქვს იმედი, რომ საქმეს სამართლიანად გამოიძიებენ. 

დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. 

"საქმეში არის 3 ფალსიფიცირებული ჩვენება, რომელზეც დგას ეს უბინძურესი, შეთითხნილი საქმე", - ამბობს ადვოკატი, ბექა ბასილაია. 

უფლებადამცველებისგან ვიგებთ, რომ აკაკი კობალაძეს ბრალი კიდევ ერთი მუხლით დაუმძიმდა. 

"კობალაძეს მე-4 მუხლიც დაემატა საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა-შეძენაზე. დოკუმენტაცია ფალსიფიცირებულია. სახლის ჩხრეკას არ დაასწრეს მისი არც ერთი ოჯახის წევრი", - თქვა ადვოკატმა.  

შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, თეოდორე გობეჯიშვილს 6 ნოემბერს შესთავაზეს ერთერთი პოლიტკური პარტიის საახელით 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ მედიასაშუალებების თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა. უწყების თქმითვე, როდესაც თეოდორე გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შემდეგ მას დაემუქრნენ.

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთედო გობეჯიშვილის, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა

ასევე შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ახალმა სახემ, გიორგი ხელაშვილმა  განაცხადა, თითქოს გარდაცვლილ კომისიის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა ენმ- ეკისრებოდახატია დეკანოიძემ ამ ბრალდების გამხმიანებლებს "კობახიძის ადიუტანტები", ხოლო "ოცნებას" ფსკერი უწოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი