საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის წევრებს პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავა.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

დღეს კი გაირკვა, რომ კობალაძეს მე-4 მუხლიც დაემატა, რაც საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა-შეძენას გულისხმობს. განცხადება ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააკეთა.

შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე თანხის სანაცვლოდ გობეჯიშვილს, რომელიც ამავე დროს, მათი მეგობარი იყო, აიძულებდნენ თანხის სანაცვლოდ დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. ხუსკივაძე და კობალაძე იმავე საღამოს დააკავეს.

ორივე მათგანი ამბობს, რომ ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებებისთვის დაისაჯნენ, სადაც დეტალურად საუბრობდნენ არჩევნების გაყალბების სქემებზე.

შეგახსენებთ, რომ აკაკი კობალაძემ "მთავარს" ექსკლუზიური წერილიც გამოუგზავნა, სადაც წერს რომ ივანიშვილის პოლიტპატიმარია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი