სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა სამხედრო ხომალდებმა საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს - "სოვა ნიუსი"

გამოქვეყნდა:

საქართველომ რუსულ სამხედრო სატრანსპორტო ხომალდებს საჰაერო სივრცე გაუხსნა. ინფორმაციას "სოვა ნიუსი" Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საარქივო ჩანაწერებით ირკვევა, რომ Ilyushin-ის ტიპის სატრანპროტო ხომალდებმა საქართველოს სივრცე რამდენჯერმე გადაკვეთეს. დანიშნულების ადგილი სომხეთი იყო, გამოფრენის ადგილები კი მოზდოკისა და ულიანოვსკის სამხდრო საჰერო ბაზები.

"სოვა ნიუსი" ფაქტის დასადასტურებლად სამხედრო ხომალდების რადიო კავშირის ჩანაწერსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

რუსეთმა მთიან ყარაბაღში "სამშვიდობოების" გაგზავნის პროცესი უკვე დაიწყო - ისინი ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. ამასთან, ტერიტიორიაზე, რუსეთის გარდა, თურქეთის ძალებიც განლაგდებიან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი