დახურულ კარს მიღმა აფორმებენ გაყალბებას და ოპოზიციის დამკვირვებლებს ადგილზე არ უშვებენ - ხმაური ნაძალადევში

გამოქვეყნდა:

აქცია იმართება ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც შემაჯამებელ ოქმებს ადგენენ. 

"დღეს საბოლოოდ იფორმებენ გაყალბებას. ოპოზიციის არც ერთი საჩივარი არ განიხილეს და არც დააკმაყოფილეს. "ცესკო" თავის უფლებამოსილებასაც აჭარბებს და ჩვენს წარმომადგენელს არ უშვებს შენობაში პროცესზე დასაკვირვებლად. შედეგები დახურულ კარგ მიღმა დგება", - ამბობს აქციის მონაწილე. 

 შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით ხმაურია თბილისის ბევრ რაიონსა და ქვეყნის რეგიონებშიც. მათ შორის - გორში, წყალტუბოსა და ბათუმში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი