ოპოზიციის წარმომადგენლებმა ოზურგეთის საოლქო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს

გამოქვეყნდა:

ხმაურია ოზურგეთის N60 საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე რამდენიმე ათეული ოპოზიციის წარმომადგენელი შეიკრიბა - ისინი შემაჯამებელი ოქმის გაფორმებას აპროტესტებენ. აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში, კერძოდ - კომისიის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან", "ევროპული სქართველოდან", "პატრიოტთა ალიანსიდან", "ლეიბორისტული პარტიიდან", "ერთიანი საქართველოდან" - კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოზურგეთის საოლქო კომისიამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით ხმაურია თბილისის ბევრ რაიონსა და ქვეყნის რეგიონებშიც. მათ შორის - გორშიწყალტუბოსა და ბათუმში

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი