ხელისუფლება  სიტყვა "დიალოგს" იყენებს კეკლუცობისთვის - ოპოზიცია "ქართული ოცნების" შემოთავაზებაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის მოთხოვნები  და პირობები უცვლელია, ოპოზიცია ინარჩუნებს ერთიანობას და კვლავ   ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლების შეთავაზება მოლაპარაკებაზე, შესაძლოა, მაიკ პომპეოს ვიზიტს უკავშირდებოდეს და ხელისუფლება სწორედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დასანახად "კეკლუცობდეს".

"მაიკლ პომპეოს ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი და ახლა ცდილობენ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს "უპატაკონ" - აი ჩვენ ვთავაზობთ დიალოგს ოპოზიციას,  ჩვენ ვხედავთ რეალურად რა ხდება, მართლა ხელის გადაგრეხის პრინციპით გვესაუბრებიან სუსში,  აღძრულია საქმეები სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და იქ ხალხს დაატარებენ დაკითხვაზე, რაღაც აბსურდული ბრალდებით,  მეორე მხრივ, ოპოზიციურ პარტიებს ემუქრებიან, რომ დაფინანსებას შეგიწყვიტავთ, პარლამენტში თუ არ  შემოხვალთო," - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციაში,ასევე ამბობენ, რომ არ აპირებენ უკან დახევას, ისინი არიან ერთიანები და  მხოლოდ მაშინ გამართავენ მოლაპარაკებას "ქართულ ოცნებასთან", თუ საუბარი იქნება ხელახალ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე. 

"ხელისუფლება  სიტყვა დიალოგს იყენებს, იცის რომ ამ სიტყვას მაგიური მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ კეკლუცობის მიზნით ხმარობს ამ სიტყვას. ამის უკან დგას ძალადობა და მხოლოდ დაჭერების ენა,"- თქვა "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერსაა დაგეგმილი. ის საქართველოში წინასწარ დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი