ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიას შემაჯამებელი ოქმის მიღება აქციის ფონზე უწევს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ და საოლქო კომისიის წევრებს ოქმების გადაწერაში ადანაშაულებენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ არჩევნების მასობრივად გაყალბების მიუხედავად ტყიბულში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და ბაღდათში , მმართველი პარტიის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა, მეორე ტურში მონაწილეობას კი ოპოზიცია არ აპირებს.