დაკარგული და ნაგავში ნაპოვნი სპეც სია-კორძაიას მორიგი განცხადება დარღვევებზე და უზუსტობებზე

გამოქვეყნდა:

თამარ კორძაია სამაგიდო სიების გახსნას ითხოვს. ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რეალური სურათი და კიდევ ერთხელ დადასტურდება რომ არჩევნები საქართველოში ტოტალურად გაყალბდა.

კორძაიამ დღეს საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და დიდუბისა და წყალტუბოს საოლქო კომისიების გადაწყვეტილებებზე გააკეთა განცხადება.

კორძაია ამბობს, რომ დიდუბის ოლქში დაიკარგა სპეც სია, რომელიც კომისიის წევრებმა შემდეგ ნაგავში აღმოაჩინეს, წყალტუბოში კი ხელმოწერები და ამოღებული ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა.

გუშინ უკვე ორმა საოლქო საარჩევნო კომისიამ  კვლავ სრულიად უკანონოდ მიიღო გადაწყვეტილება ოქმების შესწორებისა და ოქმებში ცვლილებების გადაკეთების თაობაზე.

ეს ეხება დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიას და ასევე წყალტუბოს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ შეწყვიტონ ყოველდღიურ რეჟიმში კანონს ამოფარებით, ოქმების გაყალბება. ორივე ეს გადაწყვეტილება ჩვენ უკვე გასაჩივრებული გვაქვს სასამართლოში და, რა თქმა უნდა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასამართლოს არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს

დიდუბის ოლქში აღმოჩნდა რომ სპეცსია იყო დაკარგული, სპეცსია არ უპოვიათ ისე შეიყვანეს მონაცემები შემაჯამებელ ოქმში და მერე ახსნა-განმარტება დააკისრეს რომელიღაცა კომისიის წევრს, რომელმაც თქვა, რომ ნაგავში იპოვა სპეციალური სია...

ანალოგიური შემთხვევა წყალტუბოში, სადაც ხელმოწერების რაოდენობა იყო 463 ხოლო ამოსული ბიულეტენები იყო 46, იქაც ყოველგვარი სიების გადათვლის გარეშე საოლქო საარჩევნო კომისიამ ,მიიღო შესწორების ოქმი და ფორმალურად გაასწორა ოქმი, რა თქმა უნდა ,ესეც გასაჩივრებულია- ამბობს კორძაია.

კორძაიას თქმით საოლქოების გადაწყვეტილებები სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვს და მოსამართლეებსაც მიმართავს.

ენმ- ძალა ერთობაშიას წევრი ამბობს, რომ დაასახელებს ყველა იმ მოსამართლის ვინაობას, რომელიც ხელს უწყობს ცესკო-ს უკანონო გადაწყვეტების გაფორმებაში.

ყველა ეს ღონისძიება არის კანონდარღვევა და შეუძლებელი იქნება სიმართლის დადგენა, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამაგიდო სიები, რომელსაც იცავს პერსონალური მონაცემებს ამოფარების მოტივით, არ გაიხსნება. აი იქ უკვე ნამდვილად დამტკიცდება რომ ტოტალურად არის გაყალბებული არჩევნები. დაიწყეთ სამაგიდო სიების გახსნა თუ გინდათ რომ სიმართლე უთხრათ საქართველოს ამომრჩეველს.

თამარ კორძაია პლატფორმა 2020-ის შემაჯამებელ ანგარიშსაც გამოეხმაურა, რომელიც ბოლნისს ეხება. დასკვნაში საუბარია, რომ ბოლნისში დაკმვირვებლებს საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ და ხელს უშლიდნენ.

ამ ორგანიზაციის დასკვნითაც, ისევე როგორც ჩვენი ბლოკის დასკვნით, 92%-ს დამკვირვებლების არ ეძლეოდა სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა, 50% საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ხელს უშლიდნენ საქმიანობაში - ამბობს თამარ კორძაია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი