შემაჯამებელი ოქმები ხელმოწერილია - საოლქო კომისიებმა "ოცნებას" გამარჯვება გაუფორმეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა  საოლქო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს გაყალბებული არჩევნები და წართმეული ხმები. 

დღეს საოლქო კომისიების თავმჯდომარეებმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერეს და არჩევნებიც საბოლოოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ გააფორმეს. 

საოლქო კომისიის შენობებს პოლიცია იცავდა, აქციის მონაწილეებს შიგნით შესვლისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევდნენ.

თბილისში, სამგორის ოლქში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესო გაზდელიანის დაკავებას. 

აქცია იმართებოდა გლდანის საოლქო კომისიასთანაც. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ გაყალბებული არჩევნებით მიღებული გამარჯვება დროებითია. 

ბათუმში კომისიის სხდომა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდეს არ მოეწერა ხელი შემაჯამებელ ოქმზე და სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაედინა. 

ოზურგეთში კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საერთოდ არ უთხრეს რომელ საათზე გაიმართებოდა საოლქო კომიიის სხდომა.

გაბრაზებული ამომრჩევლები სამეგრელოს თითქმის ყველა საოლქო კომისიასთან ზუგდიდში, ფოთსა და მარტვილში შეიკრიბნენ. 

მოპარული ხმები და გაყალბებული არჩევნების შედეგები გააპროტესტა დღეს გორის, წყალტუბოს და ზუგდიდის მოსახლეობამაც. თუმცა ათასობით ადამიანის ხმა საოლქო კომისიის არც ერთმა თავმდჯომარემ ვერ, ან არ გაიგო. შემაჯამებელ ოქმზე ყველამ მოაწერა ხელი და ოფიციალურად გააფორმა 2020 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი