პრემიერობისთვს ბრძოლა დაიწყო - ოლიგარქი გახარიას შემცვლელს ეძებს 

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩვენების, სახალხო პროტესტისა და სადავო ლეგიტიმაციის ფონზე, ბიძინა ივანიშვილი ერთგულების ახალი გუნდის ფორმირებას იწყებს.

ოლიგარქი უახლოეს მომავალში დიდ საკადრო გადაადგილებებს გეგმავს. ინფორმირებული წყაროები მმართველი პარტიიდან ყვებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა გიორგი გახარიას საქმიანობით და მის ჩანაცვლებას გეგმავს. მთავრობის მეთაურის პოსტზე მთავარ კანდიდატებად თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე განიხილებიან. 

შესაძლო საკადრო ცვლილებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელის ახელი და გვარი დაიკავებს პრემიერის სავარძელს, რადგან ივანიშვილის მთავრობას არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაცია არ აქვს და ხალხის ნდობის მანდატით არც კობახიძე და წულუკიანი სარგებლობენ.

ოპონენტები ამბობენ, რომ წულუკიანის გაპრემიერებით, ივანიშვილი მას იმ წვლილს დაუფასებს, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ამომრჩეველთა ერთიანი სიებით, არჩევნების გაყალბებაში შეიტანა.

ოპოზიციის წევრები ასევე ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრის ცვლილებამდე, "ქართულმა ოცნებამ" ჯერ მთავრობის დაკომპლექტებაზე უნდა იზრუნოს, რაშიც ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ და ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს პარლამენტის შეკრების რესურსი.

რაც შეეხება მმართვე გუნდს, კმენტარი ჯერ არ გაკეთებულა. კახა კუჭავა ამბობს, რომ ინფორმაცია მედიისგან დღეს "პირველად ესმის".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი