"გარედან ვუგულშემატკივროთ" - "გირჩი" დინამოსთან ეკრანს დადგამს

გამოქვეყნდა:

დაწესებული შეზღუდვებისა და საღამოს 22 საათის შემდეგ გადაადგილების აკრძალვისა, "გირჩი" 12 ნოემბერს, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებასა და მატჩის ბოლომდე იქ დარჩენას გეგმავს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა საღამოს 9 საათზე იწყება, "გირჩი" კი გულშემატკივრებს 20;45 საათიდან​ ელოდება:

 ყურადღება!!!
 გეცოდინებათ, რომ მთავრობამ 22:00-დან დილის 5:00-მდე კომენდანტის საათი გამოაცხადა.
 ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის  აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან.
 გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს.
თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება - წერია ღონისძიების აღწერაში.

შეგახსენებთ, "გირჩმა" მსგავსი ღონისძიება საქართველო - ბელარუსის საფეხურთო ნაკრებების შეხვედრაზეც დააორგანიზა, თუმცა მაშინ, 8 ოქტომბერს ე.წ. კომენდანტის საათი არ მოქმედებდა და შეზღუდვა მხოლოდ სტადიონზე, მაყურებლების დასწრებაზე მოქმედებდა. 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებს კოვიდინფიცირების გამო ვერ დაეხმარებიან ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.

ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ, საქართველოს ნაკრები  15 ნოემბერს სომხეთის და 18 ნოემბერს ესტონეთის ნაკრებს შეხვდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი