არჩევნების გაყალბებას ივანიშვილის გუნდს არავინ აპატიებს - ოპოზიცია ევროპარლამენტარების გზავნილზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების კრიტიკის შემდეგ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორებისგან მორიგი საგანგაშო გზავნილი მიიღო. ახლა პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გაყალბებას ბიძინა ივანიშვილის გუნდს არავინ აპატიებს, რადგან კრიზისს ყველა კარგად ხედავს.

"ჩვენ მივესალმებით მათ აქტიურ ჩართულობას, ისინი მოგვიწოდებენ ამგვრი ცივილური გამოსავლისკენ, მოგვიწოდებენ დიალოგისკენ, რაზეც ჩვენ იმთავითვე გამოვხატეთ მზადყოფნა", - თქვა ენმ-ს წევრმა, დავით ბარაიმძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ნიშანდობლივია აქცენტები, რაც ჩვენმა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, მაგალითად ის, რომ საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევბი შემაშფოთებელი იყო. 

"ჩიხია ახლა და ჩიხიდან გამოსავალი არის დიალოგი, მოლაპარაკება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციას აქვს. მთავარი პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება", - თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

 შეგახსენებთ, რომ ევროპარალემენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა,  რასა იუკნევიჩიენიმ და ჟიგის პავილიონისიმ განცხადება გუშინ, 11 ნოემბერს გაავრცელეს. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება ვალდებულია ოპოზიციასთან და ქუჩაში მდგომ დემონსტრანტებთან დიალოგი აწარმოოს. ევროპარლამენტარების განცხადებაში, ნათქვამია ისიც, რომ მთავრობამ პოლიციის ძალით მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა უნდა აკრძალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი