მთავრობამ აკრძალოს მშვიდობიანი მოქალაქეების პოლიციის ძალით დაშლა - ევროპარლამენტარების მიმართვა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარები საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე მიმართავს ავრცელებენ.   

ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენი და ჟიგის პავილიონისი თვლიან, რომ ხელისუფლება ვალდებულია ოპოზიციასთან და ქუჩაში მდგომ დემონსტრანტებთან დიალოგი აწარმოოს. ევროპარლამენტარების განცხადებაში, ნათქვამია ისიც, რომ მთავრობამ პოლიციის ძალით მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა უნდა აკრძალოს.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს სამართლებრივ საშუალებებს დემოკრატიულ პროცესში, იმისთვის რომ პასუხი გაეცეს არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებს... 

საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიასთან ერთად აქვს ვალდებულება უპასუხოს პრობლემებს, მიაღწიოს დაუყონებლივ დიალოგს ოპოზიციასთან და ქუჩაში მდგომ ხალხთან და საქართველოს დემოკრატიისთვის რთულ მომენტში მონახოს სწრაფი გამოსავალი...

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას აკრძალოს მშვიდობიანი მოქალაქეების პოლიციის ძალით დაშლა და არ გააღვივოს ძალადობა ქუჩაში – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია საარჩევნო დარღვევების შესახებაც.

"სიტუაცია, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა, დასაფიქრებელია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, საარჩევნო პროცესზე გავლენა იქონია ამომრჩეველზე ზეწოლამ, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ამბობს რომ სახელმწიფოსა და მართველ პარტიას შორის იყო ბუნდოვანება საარჩევნო კამპანიაში, რამაც საზოგადოების ნდობა შეამცირა." – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოში საარჩევნო სიტუაცია დაამძიმა იმანაც, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ მათი საჩივრები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

ევროპარლამენტარები, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას სამართლიანად და გამჭირვალედ უზრუნველყონ საჩივრების დაკმაყოფილება.

ევროპარლამენტარები ასევე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს, მის სუვერენულობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას და ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგში, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის უნდა შედგეს, თანამონაწილეობა მიიღონ.  მათი თქმით, კავკასიაში მიმდინარე მოვლენების დროს, მნიშნველოვანია საქართველომ პოლიტიკური მდგრადობა და ერთიანობა შეინარჩუნოს, როგორც ეს ევროპასთან ინტეგრაციისთვისაა მისაღები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატალამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია, აქციები იმართება ქვეყნის მასშტაბითაც. 

არჩევნების გასაპროტესტებლად, ცესკოს შენობასთან შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

ოპოზიციის მსგავსად, არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს არასამთავრობო სექტორიც, რომელთა საჩივრების 90% ცეკსომ უგულვებელყო.

გაერო–ეუთოს შეფასება, რომ წყლის ჭავლი არ უნდა იქნეს გამოყენებული მშვიდობიანი მოქალაქეების დასაშლელად იხილეთ აქ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი