
ფინანასთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა 4,3%-მდე შემცირდა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.
"რაც შეეხება 2021 წელს, იქ ჩვენ ეკონომიკური ზრდა ოდნავ შეამცირა სავალუტო ფონდმა პროგნოზი, იცით რომ სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით 5%-იან ზრდას ვვარაუდობიდით, ახლა 4,3%-ზე ჩამოვწიეთ, ეს არის გამწვავებული პანდემიის ფონზე, როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში", - თქვა ვანო მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მომავალი ბიუჯეტიც 4,3%-იანი ზრდის ფარგლებში დაიგეგმება. მისივე განცხადებით, მაღალი იქნება დეფიციტის პარამეტრიც.
მინისტრი ამბობს, რომ განახლიებული ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში 30 ნოემბრამდე წარადგენენ.