არავითარი ზეწოლა არ არის, ზეწოლა თქვენსკენ მოიკითხეთ - ხაშურის საკრებულოს თავმჯომარე მერის წასვლაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - ზაალ დუგლაძესთან გამართული მუშტი-კრივის შემდეგ, ხაშურის მერი, გიორგი გურასპაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თუმცა ყოფილმა მერმა გუშინ, 11 ნოემბერს მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა, გადადგომას სწორი და დროული ნაბიჯი უწოდა.

საკრებულოს თავმჯდომარე "მთავარის" კითხვებს ამ თემაზე არ პასუხობს და ამბობს რომ "მთავარს" კომeნტარს არ აძლევს. 

თქვენ არხთან კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ დეზინფორმატორები ხართ -  მიბრძანდით ახლა. არავითარი ზეწოლა არ არის, ზეწოლა თქვენსკენ მოიკითხეთ, თქვენს პარტიასთან -  ამბობს ხაშურის საკრებულოს თავმჯოდმარე. 

აქვე გეტყვით, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი გურაპალაშვილს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ დუგლაძე დაუპირისპირდა 31 ოქტომბერს, არჩევნების ღამეს, როდესაც გაიგო, რომ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა და თავისი წარუმატებლობა ხაშურის უკვე ყოფილ მერს გიორგი გურასპაშვილს დაუკავშირა. 

მაშინ ეს ინფორმაცია ყველა მხარემ კატეგორიულად უარყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გიორგი  გურასპაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ვინაიდან მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი