მორიგი საშიში გზავნილი ხელისუფლებას -ოპოზიციის შეფასებები ევროპარლამენტარების წერილზე

გამოქვეყნდა:

არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ - საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტიდან უმკაცრეს გაფრთხილებას იღებს. ევროპელი დეპუტატები შეშფოთებულები არიან ამომრჩეველზე ზეწოლისა და ოპოზიციური პარტიების საჩივრების იგნორირების გამო.

დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიციის ძალის გამოყენებისა და ძალადობის პროვოცირების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ევროპარლამენტარები ასევე ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთხოვენ.

ოპოიზიციის ლიდერები ამობობენ, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან ეს განცხადება არის დროული და ლოგიური შეფასება ქვეყანაში არსებული ვითარების. 

"რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკური მდივანი და "ენმ - ძალა ერთობაშიას" წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მწვავე რეაქცია მოჰყვება ევროპარლამენტარების მხრიდან, როდესაც იმ დარღვევებს გაეცნობიან, რაც "ოცნებამ" საპარალმეტო არჩევნების დროს გააკეთა. 

"როგორც იქნა დავაჯამეთ უკვე გარკვეული შედეგები და ტენდენციები ტოტალური გაყალბების შესახებ, რომ დავადასტურეთ ჩვენი საჩივრებით, და ხელისუფლებამ ხელი შეგვიწყო ყველაფერში და განუხილველად დატოვა ჩვენი საჩივრები, მივიდა ეს ინფორმაცია ჩვენს კოლეგებამდე ევროპარლამენტიში და, რა თქმა უნდა, მათ გააკეთეს ადეკვატური შეფასება. გაცილებით უფრო მწვავე შეფასებები მოჰყვება იმას, როდესაც ჩვენ გავასაჩივრებთ ოლქის შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ ოლქის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას," - ამბობს თამარ კორძაია 

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერის, გიგი უგუალავას თქმით, გაყალბებულ არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე პასუხისმგებლობა ხელისუფელას ეკისრება. 

 "პასუხისმგებლობა გაყალბებულ არჩევნებზე, პასუხისმგებლობა პოლიტ პატიმრებზე, ბუნებრივია ეკისტება ხელისუფლებას. არავის არ სჯერა, რომ ცალკე რომელიმე მოსამართლე თვითონ, თავის შინაგანი რწმენით, იღებდეს გადაწყვეტილებებს, როცა პოლიტ პატიმრებს იჭერს, ჩვენ ვხედავთ რომ კონვეერი აქვთ გაკეთებული და იჭერენ და იჭერენ ადამიანებს, ამავე დროს გაყალბებულ არჩევნებზე, და ეს ორჯერ ორი ოთხია, ყველა ქვეყანაში ასეა, პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას. გამოსავალიც ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებსაც ისევე როგორც ჩვენს მოსახლეობასაც და ველოდებით ახლა ხელისუფლების რეაქციას," - ამბობს გიგი უგულავა 

"ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია ევროპარლამენტარების ყოფნა ქართველი ხალხის გვერდით, იმისათვის, რომ საქართველოში არ იყოს ერთპარტიული პარლამენტი. 

"არ ესმის ქართულ ოცნებას, რომ ევროპარლამენტში ისე არ ბნელა, როგორც იმ უბნებზე, სადაც მათ შუქი ჩააქვრეს. ევროპარალმენტარებს გაცილებით მეტი აქვთ ჩვენი ქვეყნის და სუვერენნიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემნოკრატიულობისთვის გაკეთებული ვიდრე მთელ ქართულ ოცნებას, ყველას ერთად აღებულს," - თქვა ანზორ ბიწაძემ. 

"ტრიბუნას" წევრის, დავით ჭიჭნაძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტია ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არადემოკრატიულად იღებს. 

მართველ ძალას დღეს, არც იურდიული გამოუყენებია, არც დემოკრატიული ინსტიტუტები გამოუყენებია, ამ კრიზისის განსამუხტად და ცდილობს, როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივად ძალადობრივად, არაევროპულად, არა დემოკრატიულად გადაწყვიტოს ის საკითხები, აი ეს არის პირდაპირ ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათქვამი და თუ ვერ გაითავისებს ამას მე ვფიქრობ ხალხი საკმაოდ კარგად გებულობს იმ გზავნილებს, რომელიც მოდის ჩვენი დასავლური პარტნიორებისგან და ხედავს ქართველი ხალხი და ქართველი ამომრჩეველი, რომ მარტო არ არის ის, ხელისუფლებაში ბრძოლაში," - ამბობს დავით ჭიჭნაძე 

აქვე გეტყვით, რომ ევროპარლამენტარები ასევე მიამრთავენ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ 31 ოქტომბრის საპარალემტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე, და მათ მოუწოდებენ საჩივრები შეაფასონ და საბოლოო დასკვნა წარადგინონ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი