
უკვე 3 საათზე მეტია, ოპოზიციის ლიდერები, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში იმყოფებიან. შეხვედრას უმრავლესობის წევრები და ევროკავშირის ელჩიც ესწრება.
ეს არის პირველი, არაფორმალური მოლაპარაკება, 31 ოქტომბრის არჩვენების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ოპოზიციის წევრები აცახდებენ, რომ დიალოგის ერთადეთი თემა გაყალბებული არჩვენების ბოიკოტი და ხელახალი არჩვენების ჩატარება იქნება.
ხელისუფლებიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრება.
შეხვედრას ოპოზიციიდან დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, ალეკო ელისაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და ირმა ინაშვილი ესწრებიან.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველივე აუდიენციის დროს, კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ.