ივანიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ეძებს - ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის

გამოქვეყნდა:

გაყალბებული და მოპარული არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება დათმობაზე ისევ არ მიდის. ქუჩის საპროტესტო აქციები არ მოსწონთ და გიორგი გახარიაც ახალი გზავნილით გამოიყვანეს. დაიწყოს დიალოგი - თუმცა როგორ ხედავს მმართველი პარტია მოლაპარაკების გზით პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და რას დათმობს ბიძინა ივანიშვილი, ამაზე დღეს გიორგი გახარიას არაფერი უთქვამს. 

ხელისუფლების ოპონენტები დიალოგზე უარს არ ამბობენ, მაგრამ მოლაპარაკების მთავარ პირობასაც არ ცვლიან- განმეორებითი არჩევნები. ერთადერთი რა საკითხზეც მათი თქმით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის შეთანხმება უნდა მოხდეს. 

ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და საპროტესტო აქციებს აგრძელებს. შაბათს, 14 ნოემბერს სამ საათზე აქცია პარლამენტის წინ გაიმართება. ოპოზიცია დემონსტრაციას 17 ან 18 ნოემბერსაც გამართავს, როდესაც საქართველოში ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვა. 

პოლიტიკური კრიზისიდან ბიძინა ივანიშვილი ახლა გამოსავალს ეძებს. მისი თანაგუნდელები პერიოდულად განცხადებებს აკეთებენ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა წინადადებით მიდიან ოპონენტებთან მოლაპარაკებაზე არაფერს ამბობენ. ოპოზიცია კი სწორედ ამ გარემოების გამო ფიქრობს, რომ ივანიშვილს ტრიუკს არავინ არ უნდა აყვეს და საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდეს, ვიდრე დიდი გაყალბების შემდეგ ოცნება განმეორებით არჩევნებს არ ჩაატარებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი