ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება - მილიარდიანი ვალი ქვეყანამ 2021 წელს უნდა გაისტუმროს 

გამოქვეყნდა:

სწორედ სავალუტო ფონდის მძიმე პროგნოზი - ​საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წელზე უფრო ადრე ვერ დაუბრუნდება.

ამ სფეროში დასაქმებულმა დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა სამსახური უკვე დაკარგა, როგორც  ექსპერტები ვარაუდობენ, მომავალ წელს დახურვა მოუწევს ტურისტულ სექტორში ჯერ კიდევ გადარჩენილი კომპანიების 50%-ს, ანუ ყოველ მეორეს. 

​მომავალი წლის პროგნოზით, კვლავაც მთავარ პრობლემად დარჩება ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება.  სავალუტო ფონდი იქვე აღნიშნავს, რომ კრიზისი შესაძლოა კიდევ გაღრმავდეს, რაც სიღარიბეზეც, ლარის კურსზეც და ინფლაციაზეც უარყოფითად აისახება. 

ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ მომავალ წელს მთავრობას 1 მლდ დოლარამდე საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი, ანუ ორჯერ იმაზე მეტი, ვიდრე წელს ლარის კურსის შესანარჩუნებლად დაიხარჯა ეროვნული რეზერვებიდან. 

მომავალი წელს ეკონომიკის თუნდაც 4%-ით ზრდას სკეპტიკურად უყურებენ საერთაშორისო სავაჭრო პალატაშიც.  

კიდევ ერთი მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობა, რასაც ქვეყანას "ქართული ოცნება" 8 წლიანი მმართველობის შემდეგ უტოვებს, კრიტიკულ ნიშნულამდე გაზრდილი საგარეო კრედიტებია. 

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წლამდე  სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით 60%-ზე ქვევით ვერ ჩამოვა და ესეც იმ შემთვევაში თუ ქვეყანამ ახალი სესხებზე უარი თქვა.  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი