"ოცნების" მე-15 ნომერი - სტუდენტები ლექტორის წინააღმდეგ 

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" სიის მე-15 წევრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შალვა პაპუაშვილი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს თითოეულ მოქალაქეს დაუმტკიცოს, რომ არჩევნები ოპოზიციამ გააყალბა და ახლა ყველამ უნდა მიიღოს ის შედეგი, რომელიც ციფრებში არეულმა ცესკო-მ გამოაცხადა. 

პაპუაშვილის განცხადებებს მალევე მისივე სტუდენტებისა და კოლეგების კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელში მისვე სტუდენტებმა კამპანია დაიწყეს, რომლითაც ისინი ლექტორს ულტიმატუმს უყენებენ, რომ ან უარი თქვას დეპუტატის მანდატზე, ან საერთოდ დატოვოს უნივერსიტეტი. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც  არჩევნებს აკვირდებოდნენ და საკუთარი თვალით  ნახეს მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა დაუბალანსებელი ოქმები გაყალბების უამრავი მეთოდი, მიუღებელია, რომ შალვა პაპუაშვილი ცდილობს საზოგადოება არჩევნების ლეგიტიმურობაში დაარწმუნოს. ფიქრობენ, რომ "ოცნების" მხრიდან პაპუაშვილის სპიკერად გამოყვანა და ცინიკური განცხადებების გაკეთება ამორალურია.

შალვა პაპუაშვილი, მისივე ჩატარებული ბრიფინგების გამო კრიტიკის ობიექტი უნივერსიტეტში კოლეგების მხრიდანაც გახდა. პროფესორს ახსენებენ, რომ ის სტუდენტებს ღირებულებებსა და სამართლებრივ სახელმწიფოზე უკითხავს ლექციებს.

შალვა პაპუაშვილს კოლეგები იმასაც ახსენებენ, რომ გაყალბებული არჩევნების დასაცავად მისი სტუდენტები აქციებზეც დგანან და არც წყლის ჭავლს ერიდებიან. მისი ყოფილი სტუდენტები კი რეჟიმის მხრიდან გასამართლებულები არიან და სულ ტყუილად ადმინისტრაციულ სასჯელსაც იღებენ. 

2015 წლიდან შალვა პაპუაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია. 2020 წლის არჩევნებზე კი მმართველმა პარტიამ ის სიაში ჩასვა. 

ულტიმატუმი წაყენებულია - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა უკვე "ქართული ოცნების" ახალი სპიკერი უცნობია, თუმცა მისვე სტუდენტები გაჩუმებას არ აპირებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი