გუშინ, 12 ნოემბეს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შორის გამართულ მატჩს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების გამო დინამოს სტადიონზე შეხვედრას მაყურებლის გრეშე უნდა ჩაევლო VIP ლოჟაში იყვნენ: ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე, მსახიობი ზურა ყიფშიძე და სხვები.
ხალხი ფიქრობს, რომ ფაქტი დიდი უსამართლობაა და თუ სტადიონს გარეთ შეკრებილი გულშემატკივრები დაჯარიმდნენ, მაშინ ჯარიმა სტადიონზე მყოფი პირებისთვისაც უნდა დაეწერათ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი სტადიონზე "ქართულ ჯიგრულ პონტში" უპრობლემოდ მოხვდა.
"პოლიტიკურ ნიადაგზე რომ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, უნამუსოები არიან, არჩევნების და 20 ივნისის შემდეგ ამათ რაღა უნდა მოვკითხოთ", - ამბობს მოქალაქე.
შეგახსენებთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედნიასთან ისტორიული თამაში წააგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხდა და თქვა, რომ ორი თამაშის შემდეგ გუნდს დატოვებს.